qedis municipaliteti  
  

 

 

qeda

დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყალის ნაპირზე, ზღვის დონიდან 256 მ-ზე. ბათუმიდან 41 კმ-ზე მის აღმოსავლეთით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1510 კაცი. დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. დაბაში მოდის მინერალური წყალი.

istoria

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ქედა იყო მცირე ქალაქის მსგავსი დაბა, სადაც სახლობდნენ ვაჭრები. 1874 წელს ქედა მოინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ. ამ დროს ქედა სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა და შედგებოდა ოთხი უბნისგან: ქედა, ასანური, ორცვა და გულები. ორცვა აჭარისწყლის მარცხენა, ხოლო გულები მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს.

demografia

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1 200
2014 1 510
 

 

foto galerea

მხარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 1°35`52″ ჩ. გ. 41°56`33″ ა. გ.
ამჟამინდელი სტატუსი 1966 წ
ცენტრის სიმაღლე 256 მ
მოსახლეობა 1510 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
რუსები 0,2 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი
+995 425
საფოსტო ინდექსი
6100
ოფიციალური საიტი
http://keda.gov.ge/

 

 

ქედის დროშა ქედის გერბი